პრემიერ-მინისტრის განცხადება

2018-04-26 12:48:41

"ქართულ ოცნებას" სათავეში ისევ ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება

საგანგებო განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

პრემიერის თქმით, მან დღევანდელ შეხვედრაზე ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა. კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობაც იქნება არჩეული. როდის გაიმართება პოლიტიკური საბჭოს სხდომა და შემდეგ უკვე ყრილობა პრემიერს არ დაუკონკრეტებია. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული  გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
 
"სახელმწიფოს განთვითარებისა და ახალი გამოწვევის ფონზე მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველო" და სიმტკიცე შევძინოთ ჩევნს გუნდს" - განაცხადა პრემიერ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე.