სოც. ქსელში დაგეგმილი აქციის ფარგლებში, მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარნენ.

2017-01-07 18:12:50

სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქციის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ გვირჯიშვილების ოჯახს დღეს საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცა.  8 სულიან ოჯახს, სადაც 6 მცირეწლოვანი ბავშვი ცხვრობს, მსურველების მიერ გაღებული თანხით ერთჯერადი დახმარება გაეწია.

 „ინფო რუსთავი“ მსგავსი აქციების ჩატარებას მხარს უჭერს და  სურვილის შემთხვევაში, იქნება ეს ინდივიდუალური თუ კომპანიის მიერ დაგეგმილი აქცია, „ინფო რუსთავი“ გააშუქებს.