რამდენად უსაფრთხოა სოლარიუმით სარგებლობა

2018-04-25 18:09:03

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება რუჯის მიღება.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის, ინფორმაციით, რუჯის მიღების მიზნით დამწვრობის შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა.

გარდა მზის აბაზანებისა, რუჯის მიღების ერთერთ საშუალებას სოლარიუმით სარგებლობა წარმოადგენს. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, სოლარიუმში მიღებული დამწვრობის შემთხვევები ძალზე იშვიათია, თუმცა არსებობს კანის ტიპები, რომლებიც სოლარიუმში მაღალი რისკის შემცველია.

"სოლარიმით სარგებლობის საშიშროება არ არის, მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემის მიერ აკრძალული არაა სოლარიუმი. უშუალოდ დადასტურებული ინფორმაცია, რომ სოლარიუმი ჯანმრთელობას აზიანებს ასე არ არის. მზის დამწვრობა გაცილებით ხშირია, ვიდრე სოლარიუმში დამწვრობის მიღება, შესაბამისად გარკვეულ რეგულაციებს იყენებენ (სოლარიუმში), ვთქვათ პირველი ვიზიტი რაღაც წუთის განმავლობაში, მეორე ვიზიტიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, სანამ სოლარიუმით ისარგებლებენ, სჯობია დერმატოლოგთან კონსულტაცია გაიარონ, რადგან არსებობს კანის ტიპები, რომლებიც მაღალი რისკის შემცველია სოლარიუმში" - განუცხადა "ინფო რუსთავს" გუგა ქაშიბაძემ.