ქუჩაში პოლიეთილენის პარკში გახვეული ჩვილი იპოვეს.

2017-01-07 15:15:33

ქუთაისში ჩხობაძის ქუჩაზე,   პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს. თვითმხილველების განცხადებით პოლიეთილენის პარკში გახვეული ბავშვი ღობეზე იყო ჩამოკიდებული. თავდაპირველად თვითმხილველებს, ბავშვის ტირილი მოესმათ, რის შემდეგაც ხობეზე პარკში გახვეული ჩვილი ნახეს. ადგილობრივების ვარაუდით, ჩვილი სამი დღის არის.

ამ დროისრვის  ახალშობილი საავადმყოფოშია გადაყყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურაი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 173-მუხლით მიმდინარეობს, რაც  შვილად ან შვილობილად აყვანის წესების დარღვევას გულისხმობს.