მერმა და გუბერნატორმა ახალშობილები მოინახულეს (ფოტოები).

2017-01-07 14:42:56

ქალაქის მერი დავით ჯიქია და ქვემო ქართლის გუბერნატორი, რუსთავის სამშობიაროსა და „კლინიკა რუსთავს“ ესტუმრნენ. ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა შობის დღესასწაულზე დაბადებული ახალშობილები მოინახულეს და მათ მშობლებს საშობაო ნობათი გადასცეს.ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შობის დღეს, პირველი ახალშობილის შეძენა,რუსთავის სამშობიაროში,  სახვაძეების ოჯახს, „კლინიკა რუსთავში“  კი პავლიაშვილებისა და ჯავახიშვილების ოჯახს მიულოცეს.მხარის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა, მეუფე იოანესთან და ეროვნულ სამოსში გამოწყობილ პატარებთან ერთად შობის ბრწყინვალე დღესასწაული, მოხუცებულთა სახლ „ქსენონის“ ბენეფიციარებსაც მიულოცეს, სტუმრებმა მოხუცებს საშობაო ნობათი გადასცეს. „ქსენონში“ შობისადმი მიძღვნილი ტრაპეზიც გაიმართა.