16 წლის გოგო გაუჩინარდა

2018-04-24 12:18:04

ბათუმში მე-10 კლასის მოსწავლეს ეძებენ.

როგორც ცნობილია ის სახლიდან ხუთი დღის წინ გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. გოგონა ე.წ ბარცხანის დასახლების მკვიდრია.

ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებისთვის მიმართა. უწყება მომხდართან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები 21 აპრილიდან დაიწყო.

გახარიას უწყებამ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.