რუსთავში საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო (ფოტოები).

2017-01-07 12:08:27

 რუსთავში ალილო 12:00 საათზე სიონის ტაძრიდან დაიწყო და ქალაქის ქუჩები მოიცვა. მასში სასულიერო პირებთან ერთად ეკლესიის მრევლი და ქალაქისა და მხარის პირველი პირებიც მონაწილეობდნენ. ალილოს მსვლელობის  მონაწილეებმა მეგობრობის გამზირი, მე-14 და მე-15 მიკრორაიონები გაიარეს, რუსთვის მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს  და საშობაო ნობათი შეაგროვეს, რომელსაც ბავშვთა სახლებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებს გადასეცემენ. ალილოში მონაწილეობა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმაც მიიღეს. ქრისტეს შობის დღესასწაულზე ალილოს საზეიმო მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვაკურთხევიუკვე რამდენიმე წელია იმართება.