რომელ ქუჩებზე ხდება ყველაზე ხშირად ავარიები რუსთავში (ვიდეო).

2017-01-06 20:08:02

2016 წლიდან დღემდე რუსთავში 100-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, "ინფო რუსთავმა" კი 70-მდე ავარია გააშუქა, რომლის დროსაც რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა და 13 მათგანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ავარიების უმრავლესობა ყველაზე ხშირად რამდენიმე ადგილზე ხდება. წარმოგიდგენთ იმ ტერიტორიებს, სადაც რუსთავში ჩვენ მიერ გაშუქებულ ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკის მიხედვით, ავარიები ყველაზე ხშირად ხდება:

 

  • მერიასთან არსებული გზაჯვარედინი - 4 შემთხვევა, 1 დაშავებული

  • ლეონიძის გზაჯვარედინი - 4 შემთხვევა

  • მეგობრობის ქუჩის გზაჯვარედინი - 5 შემთხვევა, 4 დაშავებული

  • ცენტრალურ ხიდი - 5 შემთხვევა, 6 დაშავებული

  •  გმირთა მემორილის მიმდებარე ტერიტორია - 6 შემთხვევა, 5 დაღუპული, 1 დაშავებული

  • შარტავას გამზირი - 8 შემთხვევა, 3 დაღუპული, 2 დაშავებული,

  • რუსთავ-თბილისის ავტობანი - 12 შემთხვევა, 1 დაღუპული, 4 დაშავებული.

ზოგიერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მათ შორის მემორიალთან მომხდარ ავარიას 5 ახალგაზრდა შეეწირა, №2-ე სკოლასთან დაიღუპა 3 ადამიანი,  შარტავას გამზირზე მომხდარ შემთხვევას 3 პირი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, XI მიკრორაიონში მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ახალგაზრდა, ავტობანზე მომხდარ ავარიას კი 1 ადამიანი ემსხვერპლა.