გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. (ფოტოები).

2016-10-24 15:37:28

სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეტში, 3 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის გამო, კვლავ დაძაბული სიტუაციაა - მცდარია.  წალკის გამგებლის ჯონი საბაძის განცხადებით, დაპირისპირება მომკლულისა და მკვლელობაში ეჭვმიტანალის ოჯახის წევრებს შორის, შემთხვევიდან რამდენიმე დღე გრძელდებოდა, რა დროსაც სოფელში სამართალდამცავების მობილიზებაც გახდა საჭირო. ამ დროისთვის კი ჯონი საბაძის განმარტებით სოფელში მშვიდი ვითარებაა და არანაირ დაპირისპირებას ადგილობრივ მოსახლეობას შორის ადგილი არ აქვს.

შეგახსენებთ რომ 32 წლის მალხაზ პაქსაძე საკუთარ სახლში მოკლეს. მოკლულს სხეულზე მრავლობითი ჭრილობა ცივიი არაღით ჰქონდა მიყენებული. შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული გ. . განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული ზ. . ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მოკლული მამაკაცის ნათესავებმა და თანასოფლელებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილს სახლი გადაუწვეს.