რესტორანში ცეცხლი ლიკვიდირებულია [video]

2018-04-19 23:20:27

თბილისში, მეიდანზე, რესტორან "მაჭახელაში" ცეცხლი დაახლოებით 22:00 საათზე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით ცეცხლი სხვენში გაჩნდა და იყო საშიშროება რომ შენობის სხვა სართულებზეც გავრცელებულიყო. ხანძრის გაჩენის პერიოდში რესტორანში ხალხი იმყოფებოდა, ობიექტს ძირითადად უცხოელები სტუმრობენ. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოს 20-მდე და სასწრაფო დახმარების რამდენიმე  ეკიპაჟი. პირველ რიგში მოხერხდა ხალხი ევაკუაცია და ელექტროენერგიის გათიშვა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს, მიმდინარეობდა გარკვეული კერების დამუშავება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებდნენ რომ ბოლო სართულზე სამწვადე იყო განთავსებული და შესაძლოა რესტორნის თანამშრომლების ცეცხლი დაუდევრობამ გამოიწვია. ნახეთ ვიდეო.