რუსთავში სუხიშვილების ცეკვის აკადემიის ფილიალი გაიხსნა (ვიდეო).

2017-01-06 14:22:46

რუსთავში სუხიშვილების ცეკვის აკადემიის ფილიალი გაიხსნა. წითელი ლენტი ნინო და ილიკო სუხიშვილებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაჭრეს. სწავლების სპეციფიკა შეკრებილ საზოგადოებას ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა გააცნო. ღონისძიების ფარგლებში, ცეკვა „ილოური“ შეასრულეს თბილისის ფილიალის მოცეკვავეებმა.

„სუხიშვილების“ რუსთავის ფილიალში სწავლა 5 წლიანია. გაკვეთილები კვირაში 2 დღე ჩატარდება. სწავლის ღირებულაბა ერთი თვის განმავლობაში 70 ლარი იქნება.