საფრანგეთსა და საბერძნეთში 38 ქართველი დააკავეს

2018-04-18 13:10:07

საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ 4 ე.წ. „კანონიერი ქურდი" და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით,  16-17 აპრილს საფრანგეთსა და საბერძნეთში სპეცოპერაცია სახელწოდებით „Caucase Normandie“ ჩატარდა. "დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“: საბერძნეთის ქალაქ სალონიკში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“. საბერძნეთის ქალაქ ათენში - ე.წ. „კანონიერი ქურდები“: 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“.

ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს. საფრანგეთში სულ დაკავებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების 15 წევრი, მათ შორის საქართველოს 14 და სომხეთის 1 მოქალაქე; საბერძნეთში კი - საქართველოს 23 მოქალაქე, რომლებიც ქურდავდნენ ბინებსა და მაღაზიებს, ასევე, ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციასა და ფულის გათეთრებას.

საფრანგეთის ქალაქ კაენში დაკავებული არიან ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები, ე.წ. „მაყურებლები“:

1988 წელს დაბადებული ელგუჯა შუკაკიძე

1982 წელს დაბადებული დავით ხოდელი

1979 წელს დაბადებული პაატა ახალაძე, რომელსაც ე.წ. „ქურდული საერთო“ ებარა

ელგუჯა შუკაკიძესთან და პაატა ახლაძესთან ერთად დაკავებულები არიან მათი მეუღლეები - 1987 წელს დაბადებული ნანა მათიაშვილი და 1985 წელს დაბადებული ნინო იოსელიანი

საფრანგეთის ქალაქ რენში სამართალდამცველებმა დააკავეს: 1991 წელს დაბადებული ლევან გოჩიაშვილი, რომელსაც, ასევე, ებარა ე.წ. „ქურდული საერთო“.

ასევე, საფრანგეთში დააკავეს:

1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“

1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი

1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი

1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი

1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე

1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი

1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი

1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი

1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა

1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე

1970 წელს დაბადებული ელმირა მუსტაფაიევა.

საბერძნეთის ტერიტორიაზე კი დაკავებულია სულ საქართველოს 23 მოქალაქე. ერთი დაკავებული პირის ვინაობა ამ დროისათვის დგინდება. დაკავებულები არიან:

1989 წელს დაბადებული რუბენ მხითარიანი

1984 წელს დაბადებული გიორგი წიკლაური

1967 წელს დაბადებული გურგენ იეგიზარიანი

1976 წელს დაბადებული დავით ნათობიძე

1991 წელს დაბადებული გიორგი ჟლანტიაშვილი

1984 წელს დაბადებული ლადო დოლიძე

1981 წელს დაბადებული თორნიკე პაპავა

1988 წელს დაბადებული გიორგი კერესელიძე

1974 წელს დაბადებული ზაზა გელაშვილი

1985 წელს დაბადებული ბიძინა ფარეშიშვილი

1988 წელს დაბადებული ლევან წულაია

1982 წელს დაბადებული ვახტანგ ანდრიაძე

1989 წელს დაბადებული მიხეილ ბეჟუაშვილი

1989 წელს დაბადებული გიორგი ფოლადიშვილი

1984 წელს დაბადებული გიორგი დამოცევი

1980 წელს დაბადებული ირაკლი გაბელაია

1988 წელს დაბადებული ოთარ ბეჟუაშვილი

1969 წელს დაბადებული თეიმურაზ სეთური

1976 წელს დაბადებული გივი იმნაიშვილი

1971 წელს დაბადებული ვეფხვია პირმისაშვილი

გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულ იქნა კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთმტკიცებები. გამოძიება საბერძნეთის და საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსების შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე