რას აცხადებენ ინგოროყვას კლინიკაში

2018-04-17 19:40:54

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

შეგახსენებთ რომ დღეს დილით რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, კონკრეტულად კი ფონიჭალის დასახლებასთან ქვეითად მოსიარულე მოზარდს ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებულ ბავშვს პირველადი სამედიცინო დახმარება თვითმხილველებმა ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც მოზარდი სასწარაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა  ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.