ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

2017-01-06 11:46:22

სავალუტო ჯიხურებში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირე გამყარების შემდეგ, ბოლო 2 კვირის მანძილზე კიდევ 11 პუნქტით გაუფასურდა. ამაჟამად 1 დოლარის შეძენა 2.780 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.755 ლარად მოგიწევთ. გუშინდელი მონაცემებით ლარის ოფიციალურ კურსი დოლართან მიმართებაში 2.730 ნიშნულზეა, საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ახალ ნიშნულს დღეს 17 საათზე განაახლებს.