ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

2018-04-17 14:02:39

ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხარაგაულში ავტომობილი ხრამში გადავრდა, რის შედეგადაც ორი ახალგაზდა ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ისხდნენ. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა.

შსს-მ გამოძიება 276 -ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.