ლილოს ტერიტორიაზე შესვლა ძვირდება

2018-04-16 16:02:09

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლა და მანქანის დაყენება 3 ლარი დაგიჯდებათ. ცვლილება 1 მაისიდან ამოქმედდება.

ავტომანქანის მფლობელებს სიახლის შესახებ ადმინისტრაციამ უკვე აცნობა. შესაბამისი ინფორმაცია ბაზრობის შესასვლელთან არის განთავსებული.

ლილოს ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია საქართველოში. ბაზრობის ავტოსადგომზე  დღის განმავლობაში რამდენიმე ათასი ავტომანქანა შედის.