პრეზიდენტის სპეციალური განცახადება
2018-04-16 15:25:19
სიაში

შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით შეწყვეტს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ცოტახნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გადაწყვეტილება ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდა ქალის მკვლელობას ეხება. საქმეში ბრალდებული რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა შეიწყალა.

"ჩვენ უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ ამ ფაქტს, იმას რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებულის მიმართ ჩვენ მისის შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს. ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, მანამ სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რომელიც თავის თავში არამარტო  სახელმწიფო უწყებებს მოიცავს, არამედ იმ ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ ძალადობის თემებზე და შესაძლოა მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებულუ რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.