"სტაიანშიკების" უკონტროლო სამსახური [photo]
2018-04-16 11:24:56
სიაში

უკანონოდ მითვისებული საპარკინგე ადგილების პრობლემა რუსთავში. ამ კუთხით ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში  ვითარება უკონტროლოა.

ე.წ "სტაიანშიკებს" საპარკინგე ადგილები უკანონოდ აქვთ მითვისებული და ამაში მძღოლებს, რომლებიც მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე მანქანას აჩერებენ ფულს სთხოვენ.

მოსაზრება იმის შესახებ, რომ საპარკინგე ადგილები რომელიმე კონკრეტულ დაწესებულებას ეკუთვნის მცდარიატერიტორიები საერთო სარგებლობის სივრცეს წარმოადგენს.

"პრაქტიკულად, ყველასთვის გამოსაყენებელი ადგილები "სტაიანშიკებს" მითვისებული აქვთ. რესტორნები იქნება ეს სუპერმარკეტები ბაზრობები თუ სამედიცინო დაწესებულებები. მიმდებარე ტერიტორიებს სწორედ ისინი აკონტროლებენ და როგორც ვიცი სრულიად უკანონოდ. ერთხელ მანქნა გავაჩერე, მაღაზიაში შევედი ვიყიდე პროდუქტი და აღმოჩნდა რომ  ფული აღარ დამრჩა იმისთვის, რომ მიმეცა იმ ადამიანისთვის ვინც მანქანების შესვლა გამოსვლას აკონტროლებდა, რომ ვუთხარი ამის შესახებ გამომლანძღა და გაბრუნდა. ასე არ შეიძლება, ვინმემ უნდა მიაქციოს ამ ყველაფერს ყურადღება" - განაცხადა თიკა ლაბაძემ ინფო რუსთავთან საუბრისას.

ვინ აკონტროლებს უკანონოდ მითვისებულ საპარკინგე ადგილებს რუსთავში - აღნიშნული საკითხით "ინფო რუსთავი" დაინტერესდა. რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახური პარკირების ადგილებს ვერ აკონტროლებს, რადგან როგორც სამსახურში განაცხადეს მათ ამის უფლება არ აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ სტაიანშიკების უკან მეთვალყურეები დგანან, სწორედ მათთან მიდის შეგროვებული თანხიდან წილი.