ქართული იდიომები პირდაპირი გაგებით [PHOTO]

2018-04-14 16:39:01

"თავისი დრო მოჭამა", "ყურების ჩამოყრა", "თავის ჭიას ახარებს" - ამ და სხვა ქართული იდიომების კრეატიული ილუსტრაციები კოტე იანტბელიძემ შექმნა.

ილუსტრაციების ავტორი საინტერესო პროექტის შესახებ "ინფო რუსთავს" ესაუბრა - "იდეების მოფიქრების მეთოდებზე ვაკეთებდი წიგნს ,,კრეატორის დღიურს“ და მინდოდა სხვადასხვა მაგალითი მეჩვენებინა თუ როგორ შეიძლება რამეს შეხედო სხვა კუთხით, დაინახო უფრო მეტი და იპოვო იდეა. ერთერთ მაგალითად და სავარჯიშოდ გამოვიყენე იდიომების ილუსტრირება, ეს იყო ჯერ კიდევ 2013 წელს, ,,თვალი ეცა“, ,,გაოცდა“, ,,ცხვირი ჩამოუშვა“ და სხვა იდიომები პირდაპირი გაგებით დავხატე. უკვე ბევრი წელია ასეთ და კიდევ სხვა უამრავ კრეატიულ სავარჯიშოს ვაკეთებ ყოველდღიურად, მოთხოვნილებაც მაქვს და საჭიროც არის ფანტაზიის გასავარჯიშებლად." - აღნიშნა კოტე იანტბელიძემ.

კოტე იანტბელიძე უნივერსიტეტში კრეატივისა და იდეების გენერირების ტექნიკის შესახებ ლექციებს კითხულობს, გარდა ამისა უძღვება ტრენინგებს და არის თანამედროვე საბავშვო წიგნების ავტორი. სამომავლოდ კი კრეატიული სკოლის გახსნას გეგმავს. ნახეთ ილუსტრაციები ↓

ავტორი: ირმა კურტანიძე