მოსახლეობა ქვითრებზე დაფიქსირებულ მაღალ გადასახადს აპროტესტებს.

2017-01-05 17:25:27

მოსახლეობის გარკვეული ნაწილს დეკემბრის თვეში ბუნებრივი აირის საგრძნობლად მომატებული გადასახადი მიუვიდა. მსგავსი შემთხვევები რუსთავის გარდა, დედაქალაქშიც დაფიქსირდა. „ინფო რუსთავი“ საკითხის შესახებ „სემეკს“ დაუკავშირდა, როგორც „საქართველოს ენერგეტიკულ მარეგულირებელ კომპანიაში“ განგვიცხადეს, ბუნებრივ აირის ტარიფები უცვლელია და ,შესაბამისად, გაზის გადასახადი არ გაზრდილა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ  მომხმარებელი მოსულ გადასახადს არ ეთანხმება, სემეკს წერილობით უნდა მიმართოს. „თუ ფიქრობთ, რომ კომპანიის ქმედებაში არის რაღაც საეჭვო, თუ  აბონენტი მიიჩნევს, რომ ეს ის თანხა არ არის რაც მან მოიხმარა და აქვს ამისი შესაბამისი მიზეზები და საფუძვლები, აუცილებლად მოგვმართოს წერილობით თბილისში,მიცკევიჩის №19–ში და ინდივიდუალურად განვიხილავთ შესაბამის წერილს.“- განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.