რა აშენდა და რა არ აშენდა რუსთავში (ფოტოები).

2017-01-05 14:48:48

    რუსთავს გასულ წელს რამდენიმე შენობა შეემატა, თუმცა არის ისეთი პროექტებიც, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. წარმოგიდგენთ იმ შენობა-ნაგებობეს, რომლებიც გასულ წელს რუსთავში აშენდა.

    სწრაფი კვების ყველაზე პოპულარული ობიექტი „მაკდონალდსის“ სახით რუსთავში ოფიციალურად 15 სექტემბერს გაიხსნა, მისი მშენებლობა 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

   112-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა  ქვემო ქართლის  პრობაციის ბიუროს ახალი ოფისიც, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 25 მაისს ოფიციალურად გახსნა.

    550 კვ/ მ მიწაზე აშენდა 112-ის რეგიონული ოფისი, სადაც 175 ადამიანი დასაქმდა, აღსანიშნავია ისიც,  რომ ხე-მცენარეები, რომელები აღნიშნულ  მშენებლობას ხელს უშლიდა, რამდენიმე მეტრში გადარგეს, თუმცა  ვერ გაიხარა და გახმა.  112-ის რეგიონული ოფისი ოფიციალურად 25 ოქტომბერს გაიხსნა.

       გრანდიოზულად გაიხსნა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი 2016 წლის  6 ნოემბერს, ოფიციალურ გახსნაზე პრემიერმინისტრი და განათლების მინისტრი იყვნენ მოწვეული. უნივერსიტეტი ძირითადად უცხოელი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.

       გასული წლის მიწურულს მე-19  მიკრო-რაიონში  „რუსთავი მოლი“ გაიხსნა, ამჟამად მოლში ერთი ბრენდია წარმოდგენილი, თუმცა მისი გაფართოება ახლო მომავალში იგეგმება.

   არსებობს იმ ობიექტების ჩამონათვალიც, რომლებიც 2016 წელს რუსთავში უნდა აშენებულიყო, თუმცა სამუშაოები არ შესრულებულა. მათ შორისაა იაღლუჯის მთის რამდენიმე მილიონიანი პროექტი, რომლის დასრულებაც რუსთავის  მაჟორიტარი დეპუტატების წინასაარჩევნო რგოლში 2016 წლის ბოლოსთვის დაანონსდდა. გასული წლის 6 თებერვალს კი  5 მუნიციპალიტეტის 3 შენობის აშენება დაანონსდდა, საკითხთან დაკავშირებით დავინტერესდით და როგორც „ინფო რუსთავმა“ გაარკვია მუნიციპალიტეტის შენობების მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს.

  2014 წლის ნოემბერში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობაც დაიწყო, თუმცა სამუშაოები დღესაც დაუსრულებელია. პროექტის ფარგლებში 5 ფეხბურთისა და 2 ჩოგბურთის მოედანიც უნდა აშენებულიყო. ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა კი 2015 წელს დაანონსდა და 2016 წელს უნდა აშენებულიყო, მაგრამ სამშენებლო სამუშაოები არც კი დაწყებულა. ცენტრისთვის ასაშენებლად  საკრებულომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  XII მიკრორაიონში არსებული მიწა გადასცა.

  2016 წელს უნდა აშენებულიყო „კარფურიც“ , სავაჭრო ობიექტი, სავარაუდოდ, XX მიკრორაიონში უნდა განთავსებულიყო.