ფალიაშვილის ქუჩა გადაკეტილია.

2016-10-24 13:47:19

ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დილიდან შეზღუდულია. ქუჩაზე 112-ს ოფისის გახსნის ღონისძიებისთვის, კონსტრუქციები მონტაჟდება. ობიექტი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება, შესაბამისად ფალიაშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ორი დღის განმავლობაში იქნება შეზღუდული. 112-ს რეგიონული ოფისი ახალგაზრდობის პარკში, პრობაციის ახლადაშენებული ოფისის უკან მდებარეობს. 2 სართულიანი შენობა 550 კვ/მ მიწაზე აშენდა. 112-ს მთლიანი ფართი ეზოთი 1776 კბ/მ მიწის მონაკვეთს შეადგენს, ოფისში 40 ადამიანი დასაქმდება.

112-ს რეგონული ოფისს ხავალ ოფიციალურად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გახსნის.