ჩოხოსნებმა ახალშობილები დაასაჩუქრეს.

2017-01-04 12:22:21

რუსთავის სამშობიარო კლინიკებში დაბადებული პირველი ახალშობილების მშობლებს და მედპერსონალს, 2017 წელი საპატრიარქოსთან არსებულმა ჩოხოსანთა საზოგადოებამ მიულოცა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ჩოხოსნებმა, მათ ტკბილეული გადასცეს, 2017 წელს დაბადებულ პირველი ახალშობილები კი ჩოხითა და ქართული კაბით დაასაჩუქრეს. მსგავს აქტივობებს, რუსთავის სადროშო ტრადიციულად, ყოველ წელს ახორციელებს.