იყო თუ არა ტერაქტი გერმანიაში

2018-04-07 20:09:34

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში სატვირთო ავტომობილი მაღალი სიჩქარით იმ ტერიტორიაზე შევარდა სადაც ღია კაფეებია განლაგებული და ხალხი ფეხით სეირნობდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. ამ დროის ინფორმაციით 4 ადამიანი გარდაიცვალა ხოლო 50-მდე დაშავდა. დამნაშავე ავტომობილის მძღოლმა კი თავი მოიკლა. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ, თუმცა კვალიფიკაცია ჯერ არ მიუნიჭებიათ.