მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა.

2017-01-04 15:17:14

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტი, რომელიც  100-ქულიანი სისტემის შემოღებააც ითვალისწინებს, მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ 2015 წელს წარუდგინა, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის გამო საკითხზე მუშაობა აღარ გაგრძელებულა. აღნიშნული კანონპროექტი ამ დროისთვის  განსახილველად პარლამენტშია წარდგენილი, საპარლამენტო განხილვები კი საგაზაფხულო სესიაზე განახლდება. ცრუ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ დღეს გავრცელდა.