2 წლის ბავშვს კარადა დაეცა და ტყუპისცალმა გადაარჩინა (ვიდეო).

2017-01-04 14:43:59

ტყუპისცალმა 2 წლის ძმა გადაარჩინა. ტყუპები საძინებელში თამაშობდნენ, როდესაც კარადა გადმოყირავდა და ერთერთ ბავშვს დაეცა. ორი წლის ბროკმა ძმა სწრაფი გადაწყვეტილების მიღებით გადაარჩინა. ინციდენტი ოჯახის მიერ ბავშვების საძინებლებში დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა. შემდგომში ვიდეო ბავშვების მშობელმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელიც ინტერნეტსივრცეში მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად გავრცელდა.