რომელ თვეებში და რა პერიოდით დაისვენებენ მოსწავლეები.

2017-01-04 13:57:09

საახალწლო არდადეგები საჯარო სკოლებში 15 იანვარს დასრულდება.  უკვე ცნობილია 2017 წელს განსაზღვრული სხვა არდადეგების თარიღებიც.

ზამთრის არდადეგების შემდეგ, მოსწავლეები გაზაფხულზე დაისვენებენ. არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება.

საზაფხულო არდადეგები 3 თვით განისაზღვრა, დასვენების პერიოდი 15 ივნისიდან, 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

განათლების მინისტრის ბრძანებულებით უკვე ცნობილია საჯარო სკოლებში მიმდინარე წელს სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების თარიღებიც. სასწავლო წელი ყველა საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება, გარდა, პირველი და დამამთავრებელი კლასებისა.

პირველკლასელთათვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდება.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები კი სასწავლო პროცესს 20 მაისს დაასრულებენ.