სროლის დროს 4 ადამიანი დაიღუპა

2018-04-05 17:12:23

ტურქეთის ქალაქ ესკიშეჰირის საუნივერსიტეტო კომპლექსში სროლას 4 ლექტორი ემსხვერპლა ხოლო 3 დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, შენობებიდან სტუდენტების ევაკუაცია მოხდა. თავდასხმა სავარაუდოდ უნივერსიტეტის თანამშრომელმა განახორციელა, ადგილობრივი მედიის ცნობით პოლიციამ მისი დაკავება უკვე მოახერხა. მიმდინარე პერიოდში უნივერსიტეტში გამოცდები ტარდებოდა.