ქალაქის მასშტაბით 137 კამერა დამონტაჟდება.

2017-01-04 18:30:58

მიმდინარე წელს რუსთავში სათვალთავალო ვიდეო კამერები დამონტაჟდება. ამის შესახებ ქალაქის მერმა, დავით ჯიქიამ, “ინფო რუსთავისFacebook Live-ში განაცხადა. აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განხორციელდება და ქალაქის მასშტაბით დაახლოებით 137 კამერა დამონტაჟდება. დავით ჯიქიას განცხადებით, კამერების საშუალებით იმ პირების იდენტიფიცირება მოხდება, ვინც ქალაქის იერსახეს აზიანებს და გზებზე მოძრაობის წესებს არღვევს. „ხელოვნური შეზღუდვების . ბუგაროკების არსებობისას აზრს კარგავს ასფალტის დაგება, მაშინ ორმო იყოს, ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტია და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ იქ ვიდეო კამერები დამონტაჟდეს“ - განაცხადა ქალაქის მერმა. კამერების დასამონტაჟებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყოფა.