მერმა გარდაცვლილის ოჯახი მოინახულა.

2017-01-03 22:31:16

ქალაქის მერმა  თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დღეს ლეონიძის ქუჩაზე ერთერთ ბინაში მომხდარი ხანძრის შედეგად  დაღუპული მოხუცის ოჯახი მოინახულა და პირადად მიუსამძიმრა. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, კომისიაზე გადაწყდება თუ როგორ  შეძლებს ქალაქის თვითმმართველობა დაზარალებული ოჯახის მატერიალურ დახმარებას. უბედური შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა და მას 84 წლის ქალბატონი ემსხვერპლა.