ვანდალიზმის ფაქტი [photo]

2018-04-03 23:05:45

ვანდალიზმის ფაქტი რუსთავში, კონკრეტულად კი კოსტავას გამზირზე. უცნობმა პირმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი დეკორატიული ურნა დაამტვრია. მსგავსი შემთხვევა აღნიშნულ გამზირზე არაერთხელ დაფიქსირდა. პოლიციას უჭირს დამნაშავეების იდენტიფიცირება და შესაბამისად ისინი დაუსჯელები ამ დრომდე რჩებიან.

"ინფო რუსთავი" კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ გავუფრთხილდეთ ჩვენ ქალაქს.