სიგარეტი კიდევ 30 თეთრით გაძვირდება.

2017-01-03 20:07:40

თამბაქოზე აქციზის გადასახადის მატებასთან ერთად სიგარეტის ფასმაც იმატა. სავაჭრო დაწესებულებენში ყველა დასახელების სიგარეტი 20-დან 30 თეთრამდეა გაძვირებული. საქართველოში თამბაქოს მთავარი დისტრიბუტორის "ომეგას" ფილიალებში სიგარეტზე ფასები ჯერ-ჯერობით არ მომატებულა, თუმცა აქციზის გადასახადის 60 თეთრით გაძვირების გამო, სავარაუდოდ, სიგარეტზე ფასი ყველა სავაჭრო ობიექტში ახლო მომავალში გაიზრდება.