რუსთავი თბილისს მეტროთი დაუკავშირდება

2018-04-02 23:54:54

რამდენად რეალურია პროექტი, რომლის საშუალებითაც თბილისი რუსთავს მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის საშუალებით დაუკავშირდება. "ინფო რუსთავი"-ს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ - "უახლოეს პერიოდში იბიარდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც ტრანსპორტის გრძელვადიანი სტრატეგია განიხილება, თუ საკითხი დადებითად გადაწყდა რუსთავი თბილისს მეტროს ტიპის სატრანსპორტო საშუალებით დაუკავშირდება, ასე რომ საკმაოდ რეალურია იმ ჩანაფიქრის განხორციელება რომელსაც ვგეგმავთ."