იტალიაში საქართველოს მოქალაქეებს ეძებენ

2018-04-02 11:05:03

იტალიაში საქართველოს მოქალაქეებს ეძებენ. იტალიური მედიის ცნობით,
ქალაქ ბარიში, გუშინ საღამოს 17:30 საათზე საქართველოს მოქალაქეების მფლობელობაში არსებული ფულადი გზავნილების ოფისი დააყაჩაღეს, უცხო პირებმა რამდენიმე ასეული ევრო გაიტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ.

სააგენტოს ცნობით, მძარცველებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ვიდეო ჩანაწერი. მიმდინარეობს გამოძიება.