VOGUE-ის ათეულში საქართველო პირველ ადგილზეა.

2017-01-03 17:26:51

საქართველო ჟურნალ VOGUE-ის 2017 წლის 10 საუკეთესო ტურისტული მიმართულების სიაში მოხვდა. სიაში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქართველო საუცხოო ღვინით გამოირჩევა, რაც ერთერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა იმოგზაურო ამ ქვეყანაში. ჟურნალისტის თქმით, თბილისი ბრუკლინის სტილის გასართობი ცენტრია და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის ცნობილი ადგილია. საქართველოში ჩამოსულ სტუმარს ზამთრის სპორტითაც შეუძლია დაკავდეს. პრესტიჟული ჟურნალის გამოქვეყნებულ ათეულში საქართველოს გარდა, ომანი,მალაიზია,მადაგასკარი,შრი-ლანკა,ტრინიდადი, აიდაჰო, იორდანია,დანია და კოლუმბიაც მოხვდა.

წყარო: http://www.vogue.com/13515667/top-travel-destinations-2017/10