მომღერლების პროტესტი დაფინანსების შეწყვეტას მოჰყვა (ვიდეო).

2017-01-03 16:25:55

დღეს დილიდან რუსთავის კაპელისა და ანსამბლ „ფიროსმანის“ წევრები მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი დაფინანსების შეწყვეტას აპროტესტებდნენ და შემცირების ნაცვლად ხელფასებზე 10%-ის დაკლებას ითხოვდნენ. შემდგომში ანსამბლების 32 წევრმა ქალაქის მერთან, დავით ჯიქიასთან გადაინაცვლა. მოლაპარაკება ქალაქის პირველ პირთან და მუსიკოსებთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, ანსამბლი „ფიროსმანი“ ჩვეულ რეჟიმში, დაფინანსებით გააგრძელებს მუშაობას, რუსთავის კაპელას კი დაახლოებით სამი თვე ექნება ვადა, იმისთვის რომ სამოქმედო გეგმა წარადგინოს და ქალაქის მერიაში მხოლოდ ამის შემდეგ განიხილება თუ რა ფორმატით გაგრძელდება მათთან თანამშრომლობა. კომენტარი საკითხთან დაკავშირებით ნახეთ ვიდეოში.

მამუკა გულაღაშვილი - რუსთავის კაპელას ხელმძღვანელი

დავით ლობჟანიძე - რუსთავის მერის მოადგილე