ახალი წლის ღამეს უცნობმა პირებმა წარწერა HOLLYWOOD გადააკეთეს (ვიდეო).
2017-01-02 17:34:08
სიაში

ლოს ანჯელესში აღმართული HOLLYWOOD-ის ცნობილი წარწერა ახალი წლის ღამეს უცნობმა პირმა შეცვალა და ამ დროისთვის ის როგორც „წმინდა ბალახი“ HOLLYWeeD ისე იკითხება. ვანდალიზმის ფაქტი გვიან ღამით მოხდა. როგორც ობიექტის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, ღამის სამ საათზე შავებში ჩაცმულმული მამაკაცი აღნიშნული წარწერის ტერიტორიაზე შეიპარა, რის შემდეგაც შავი და თეთრი ნაჭრების მეშვეობით წარწერა მარიხუანას პოპულარიზაციის მიზნით გადააკეთა. პოლიციას ეჭვმიტანილი არ ჰყავს და შესაბამისად არც არავინ დაუკავებიათ, ამ დროისთვის გამოძიება მიმდინაერობს. იმის გამო, რომ წარწერა არ დაზიანებულა, დამნაშავეს შედრებით მსუბუქი სანქციები დაეკისრება. აღსანიშნავია, რომ კალიფორნიაში მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ გამოკითხვა 8 ნოემბერის არჩევნებზე ჩატარდა, რომელზეც ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაციას დაუჭირა, თუმცა ფედერალური კანონმდებლობის მიხედვით კალიფორნიაში მარიხუანა ლეგალიზებული არაა. HOLLYWOOD-ის წარწერის HOLLYWeeD-ად გადაკეთების შემთხვევა უკვე მეორედ დაფიქსირდა, პირველად მსგავსი ფაქტი 41 წლის წინ, 1976 წელს მოხდა.