საახალწლო სპექტაკლი თეატრში.

2017-01-02 17:02:53

დღეს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში რუსთავის სახელოვნებო გაერთიანების სამსახურის მხარდაჭერით, საბავშვო სპექტაკლი გაიმართა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ პატარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. საახალწლო თემატიკის სპექტაკლი რუსთავის თეატრში 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება და დღეში ორჯერ 12:00 საათსა და 14:00 საათზე დაიწყება.