პატრულმა მძღოლები დაასაჩუქრა (ვიდეო).

2017-01-02 15:39:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალი წლის ღამეს რყსთავში, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში მოქალაქეებს სიურპრიზი მოუმზადეს.

პატრულ-ინსპექტორებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 500-ზე მეტ მძღოლს, შს სამინისტროს სახელით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგოთი გაფორმებული საახალწლო ნობათი, მისალოცი ბარათი, ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

საპატრულო პოლიციის საახალწლო საჩუქრების აქცია დღესასწაულის დღეებში გაგრძელდება.