ავარიაში დაღუპულების გვამები ამოიცნეს.

2017-01-01 19:19:33

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცების გვამების ამოცნობა დასრულდა. ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში გარდაცვლილების ნათესავები დილიდან შეიკრიბნენ. შეგახსენებთ რომ დილით მომხდარი ავარიის შედეგად მანქანა ადგილზე დაიწვა, ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კი გვამები პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მათ ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მოხდა იდენტიფიცირება.

გავრცელებული ინფორმაციით ქარელის მუნიციპალიტეტიდან ორმა მამამაკაცმა რუსთავში ახალი წლის ღამეს მეგობარს ჩამოაკითხა, ავტომობილში სულ ხუთი ახალგაზრდა იმყოფებოდა მათგან 3 რუსთაველი იყო. დაღუპული მამაკაცების ასაკი 19-დან 25 წლამდეა.