დღეიდან თამბაქოსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზრდება.

2017-01-01 17:40:24

დღეიდან სხვადასხვა დასახელების ნაწარმზე აქციზის გადასახადი იზრდება. „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების მიხედვით, 1 იანვრიდან აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებსა და თამბაქოს ნაწარმზე გაიზრდება. სათამაშო ბიზნესზე კი მოსაკრებლის ოდენობა მოიმატებს. კერძოდ, ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზის გადასახადი 60 თეთრით, ერთ ტონა ბენზინზე 250-დან 500 ლარამდე, დიზელზე 150-დან 400 ლარამდე და 1000 კუბურ მეტრ გაზზე 80-დან 200 ლარამდე გაიზრდება. ტოტალიზატორში კი სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას მიღებული ფსონების ჯამი 10%-ით დაიბეგრება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განაკვეთი მაგიდებთან დაკავშირებით კი 30%-ით გაიზრდება. მთავრობაში ვარაუდობენ, რომ აქციზის გადასახადის ზრდა 2017 წლის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალის მომცემი იქნება. „საგადასახადო კოდექსში" აღნიშნული ცვლილებები, პარლამენტში  რამდენიმე დღის წინ მესამე მოსმენით დამტკიცდა.