ფეხბურთელი თამაშისას ბურთის მოხვედრით დაიღუპა [VIDEO]

2018-03-25 15:01:12

25 წლის ფეხბურთელი მოედანზე მიღებული ტრავმით გარდაიცვალა. შემთხვევა ხორვატიიის ჩემპიონატის დროს, "მარსონია" - "სლოვენიის" მატჩზე მოხდა.

თამაშის მე-15 წუთზე, "სლოვენიის" ფეხბურთელს ბრუნო ბობანს მოწინააღმდეგის მიერ დარტყმული ბურთი გულმკერდის არეში მოხვდა.

ფეხბურთელს პირველი დახმარება სასწრაფოს ეკიპაჟმა აღმოუჩინა და ჰოსპიტალში გადაიყვანა. 25 წლის სპორტსმენი სამედიცინო დაწესებულებაში გადადაყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა. 
ფეხბურთელის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ნახეთ ვიდეო.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე