ვანდალიზმის ფაქტი რუსთავში [photo]

2018-03-24 23:09:57

რუსთავში, კოსტავას გამზირზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ვანდალიზმის ფაქტი. დამტვრეულია სანაგვე ურნები და პულივიზატორით არის გაკეთებული წარწერა შენობის ფასადზე, რეაბილიტირებულ სვეტზე. ამ დროისთვის უცნობია ვინ ჩაიდინა ვანდალური აქტი. მსგავსი ფაქტები კოსტავას გამზირზე და არა მარტო არაერთხელ დაფიქსირებულა.

"ინფო რუსთავი" თხოვნით მოგმართავთ, გავუფრთხილდეთ ქალაქის ქონებას რადგან ეს ყველაფერი ჩვენია და ჩვენ უნდა მოვუაროთ.