რუსთავში ავტომობილი მოიპარეს.

2016-12-31 21:05:59

რუსთავში დღეს საღამოს "მაზდა"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი მოიპარეს. შემთხვევა ლესელიძის 44 ნომერში მოხდა. როგორც მეპატონემ "ინფო რუსთავთან" განაცხადა, "მაზდა"-ს მარკის ავტომობილი სახლის წინ ჰყავდა დატოვებული და რამდენიმე წუთში აღმოაჩინა რომ მანქანა ქუჩაში აღარ იდგა. საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო და სისხლის სამართლის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. რუსთავში მსგავსი ფაქტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ დაფიქსირდა. აღსანიშნვია ისიც, რომ პირველი ფაქტი მეზობელ უბანში მოხდა. დაკარგული მანქანის პატრონი ამ დროისთვის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.