საახალწლო კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება.

2016-12-31 15:49:02

31 დეკემბერს რუსთავის ცენტრალურ მოედანზე საღამოს 21:00 საათიდან საახალწლო კონცერტი დაიწყება. ამ დროისთვის სცენის მონტაჟი სრულდება. ღონისძიებაში მონაწილეობას თანამედროვე შემსრულებლები და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ. მთავარ მოედანზე მისულ მოქალაქეებს გიო ხუციშვილის, თორნიკე ყიფიანის, „დესპანის“, „ცეცე“, „ბისაიდი“, მარი ღვალაძის, გური პასიკაშვილის და ბაკო ალანიას მოსმენა შეეძლებათ. მაყურებლები „თუთარჩელას“, „სალხინოსა“ და „მე რუსთველის“ საკონცერტო ნომრებსაც იხილავენ. საახალწლო კონცერტი ღამის 01:00 საათამდე გაგრძელდება.