მორიელმა მამაკაცს უკბინა

2018-03-20 23:29:20

ასპინძაში, სოფელ ნაქალაქევში მამაკაცს მორიელმა უკბინა. ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. მამაკაცი გონზე იყო, მას ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, პაციენტი ეკიპაჟმა უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.