რუსთავში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, co-თი ინტოქსიკაცია 3-მა პირმა მიიღო. არსებული ინფორმაციით ბუნებრივი აირის ნამწვით 2 მამაკაცი და 1 ქალი მოიწამლა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 ეკიპაჟი. მოწამლულების გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, მათი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.