ავტომობილი და მოტოციკლეტი ერთმანეთს დაეჯახნენ (ვიდეო).

2016-12-31 14:57:50

მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა. სუმგაითელი მეტალურგებისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა 14:30 სთ-ზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავდა მოტოციკლის მძღოლი 25 წლამდე მამაკაცი, რომელსაც, ექიმის თქმით მოტეხილობები აღენიშნება და ამ დროისთვის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.