ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2018-03-20 15:24:56

რუსთავში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. თვითმხილველების განცხადებით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული სასწარფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, ჩაუტარდა რენდგენოლოგიური კვლევა, ტრამვატოლოგის კონსულტაცია, ამჟამად უტარდება იმობილიზაცია თაბაშირით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებლი, გამომდინარე იქიდან რომ ჩაუტარდა ეხოსკოპიური კვლევაც, ქირურგისა და ტრამვატოლოგის კონსულტაციები.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.