მგზავრებს თბილისში წასვლა უჭირთ [photo]

2018-03-20 10:48:27

მგზავრები რომლებიც თბილისის მიმართულებით მიდიოდნენ პრობლემები შეექმნათ. რამდენიმე სადგურზე, მიკროავტობუსები არ იყო, რამაც დედაქალაქისკენ მიმავალი მგზავრების შეფერხება გამოიწვია. მიკროავტობუსების სიმწირე იყო XIX, XII და თოდრიას წრესთან არსებულ სადგურებზე. კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ შეფერხება, თბილისში, გარკვეულ უბნებში არსებულმა საცობებმა გამოიწვია.